„მინდა გაგაცნოთ პოზიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ჩვენს კოალიციაში, იმ დღიდან, როცა 26 ოქტომბრის არჩევნები იქნა სასტიკად გაყალბებული რუსული ოპერაციით „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება ცესკოს საარჩევნო სიის ჩახსნის შესახებ ოფიციალურად მიმართონ.
ხაზარაძის განცხადებით, ელოდებოდნენ დროს, როდესაც იურიდიულად ამის გაკეთება შესაძლებელი იქნებოდა.
„მინდა გაგაცნოთ პოზიცია, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ჩვენს კოალიციაში, იმ დღიდან, როცა 26 ოქტომბრის არჩევნები იქნა სასტიკად გაყალბებული რუსული ოპერაციით „ქართული ოცნების“ მხრიდან.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესს და ზუსტად რუსული ხელწერით, სპეცოპერაციით, მათ მიისაკუთრეს ოპოზიციის ხმები.
ნიკა გვარამია: „სად ვარ და რაზე ვმუშაობ, ეთერში მოვყვები დღეს. მანამდე სიების ჩახსნაზე ჩემ და ნიკას მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გაგაცნობთ, რომელიც ცესკოს ჩაბარდა“
როგორც იგი ამავე პოსტში აღნიშნავს, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნები უმძიმესი დარღვევებით ჩატარდა.
ოპოზიციამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა და არანაირი კითხვა ამასთან დაკავშირებით არ უნდა არსებობდეს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, აი, ამ სამარცხვინო მმართველობამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ეს ხმები მიითვისა, მოიპარა და ქართველ ხალხს ევროპისკენ მიმავალი გზა წაართვა.
მე მინდა გითხრათ, რომ ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ სერიოზულად ვმუშაობდით ჩვენ კონკრეტულად საერთაშორისო საზოგადოებასთან, საგამოძიებო უწყებებთან, ჩვენს შიდა საგამოძიებო უწყებასთან, იურისტებთან, რომელთაც გაყალბების უამრავი ფაქტი დადეს.
„კოალიციამ ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიის ჩახსნის მოთხოვნით მიმართა
ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია გავუკეთოთ ამ პარლამენტს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ფორმით, ამ სიმტკიცით, იმ პროტესტით, რომელიც ქუჩაშია, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ახალ არჩევნებს.
დემონტაჟს გავუკეთებთ ამ სამარცხვინო ხელისუფლებას, რომელმაც ჯიბეში ჩაიდო კონსტიტუცია, კანონი, ადამიანის უფლებები და ყველაზე მთავარი – ადამიანების ხმები.
თქვენ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა, უბრალოდ ველოდებოდით პროცედურულად იმ იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ [პარლამენტი] არალეგიტიმურია. ჩვენ მივმართავთ დღეს ცესკოს შესაბამისი დოკუმენტაციით, სიების ჩახსნასთან დაკავშირებით.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.