მსახიობი, რომელიც კარიერის დასაწყისში თაყვანისმცემელ გოგონებს გონებას აკარგინებდა, უკვე დიდი ხანია, სექს-სიმბოლო აღარ არის. RadarOnline წერს, რომ ჯონი დეპის კბილები უკვე ძალიან ჰგავს ნამდვილი მეკობრისას.
რამდენიმე კვირის წინ Palm Springs International Film Festival-ზე მსახიობი საშინელ ფორმაში მივიდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ დეპს დასაბანი თმა ჰქონდა, კბილები კი – გაყვითლებული.
ტაბლოიდები წერენ, რომ დროთა განმავლობაში ჯონი დეპი საკუთარ თავს სულ უფრო ნაკლებად ჰგავს.