LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასანანია, რომ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა, ასე ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს“ – საფრანგეთში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის – ჭიათურის ლიგის“ წევრი, ლევან კობიაშვილი გარდაიცვალა

406
მხიარულთა და საზრიანთა გუნდის წევრი

საფრანგეთში „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის – ჭიათურის ლიგის“ წევრი, ლევან კობიაშვილი გარდაიცვალა. მოზარდი მძიმე სენს ებრძოდა. გარდაცვლილ მოზარდზე წერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე.

„ღრმა მწუხარებით გამოვხატავ გულისტკივილს ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლის, ლევან კობიაშვილის გარდაცვალების გამო.

დასანანია, რომ სიცოცხლით სავსე, ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა, რომელმაც განსაკუთრებულად დაგვამახსოვრა თავი „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის – ჭიათურის ლიგის“ იუმორისტულ ღონისძიებებში თავისი ხალასი იუმორით, ლეიკემიასთან ბრძოლაში დამარცხდა და ასე ნაადრევად გამოაკლდა ოჯახს, სკოლას და მთელ ქალაქს.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ლევანის ოჯახის წევრებს, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლას, ახლობლებს და მეგობრებს“, – წერს გივი მოდებაძე.

საფრანგეთში ქართველი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა ჭიათურის  N2 საჯარო სკოლამ.

„საფრანგეთში, სიცოცხლეს მოწყურებული XII კლასის მოსწავლე გარდაიცვალა…“ – ჭიათურის N2 საჯარო სკოლის სამძიმარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g