დასაქმების ბაზარზე გაურკვევლობაა. წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით, ფიქსირდება 15-20%-იანი კლება. ამის შესახებ „ბიზნესკურიერის“ ეთერში Hr.ge-ს წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად, საიტზე ფიქსირდება 3000-მდე ვაკანსია.
ინგა შახბაზიანის შეფასებით, ბოლო 1 კვირაში თითქმის ყველა მიმართულება გაპასიურდა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით კომპანიები, მოსალოდნელი მესამე ტალღის ფონზე, თავს იკავებენ ვაკანსიების გამოცხადებისგან.
რაც შეეხება ტურისტულ მიმართულებას, ბათუმში ვაკანსიების 10%-იანი მატება შეინიშნება, რაც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, პოზიტიური სიგნალია.
„ამჯერად პირველ ადგილზე კვლავ გაყიდვებია, მეორე ადგილს იკავებს ჰორეკა სექტორი, მესამე ადგილზეა სამედიცინო სექტორი, მეოთხე-ფინანსები და ბუღალტერია და მეხუთე ადგილზეა IT მიმართულება, რომელიც პანდემიის პირობებში საკმაოდ დაწინაურდა“-აღნიშნა ინგა შახბაზიანმა „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.