დასაქმების ბაზარზე ვაკანსიების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ამის შესახებ hr.ge-ს წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა “ბიზნესკურიერის” ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წინა თვესთან შედარებით ვაკანსიებმა 20%-ით იკლო. ამჯერად, ყველაზე მეტად აქტიურობს რითეილ სექტორი, ასევე გააქტიურდნენ საკურიერო კომპანიები და ქოლ-ცენტრები.
როგორც შახბაზიანმა აღნიშნა, ვაკანსიების კლება მოსალოდნელ მესამე “ლოკდაუნს” და უქმე დღეებს უკავშირდება. (4-დან 11 მაისამდე საქართველოში უქმე დღეებია).
“მოიმატა ისეთმა პოზიციებმა, რომლებიც პანდემიის პერიოდში აქტიურობდნენ”-აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.