LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასაქმების ფორუმზე შშმ პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს – რა ინიციატივით გამოდის პრეზიდენტი

376
BeFunky-collage (5)

შშმ პირთა დღის აღსანიშნავად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმების ფორუმი გაიმართა. 22-მა კომპანიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებს 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. პირველ ეტაპზე შეირჩა 47 შშმ პირი.

ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა -მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოს რეგიონში შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით აღინიშნოს, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაუწევს.

 

შშმ პირების ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში: დღეს მათი დღეა

“იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთვის ძალიან პრიორიტეტულია რეგიონების განვითარება და ვიცით, რომ რეგიონში კიდევ უფრო რთულად დგას შშმ პირთა დასაქმების საკითხი, მიმაჩნია, რომ ეს პროცესი მთელს ქვეყანაში უნდა გაიშალოს.მომავალი წლის 14 ივნისს, საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღვნიშნოთ შშმ პირთა დასაქმების მასშტაბური ფორუმით”, – განაცხადა ფორუმზე საქართველოს პრეზიდენტმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი შშმ პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

პრეზიდენტის განცხადებით, დასაქმების დღევანდელი ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ეს საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია და ბოლომდე არ არის მიყვანილი საზოგადოებაში შშმ პირთა ინტეგრაციის პროცესი.

“არ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად ვსაუბრობდეთ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე და ამ პროცესში ყველა არ იყოს ჩართული, ყველას პოტენციალი არ იყოს თანაბრად გამოყენებული, რადგან ჩვენი ქვეყანა  მდიდარია ადამიანური რესურსით. საუბარია სწორედ განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა უნარების გამოყენებასა და მათ დასაქმებაზე. ამ პროცესის ხელშეწყობა სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი მოვალეობაა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ასეთი მასშტაბური საქმე კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა მასში ყველა სექტორი მონაწილეობს და ერთობლივად მუშაობს სტრატეგიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g