ბევრი გოგო კატეგორიულად უდგება სპორტდარბაზში მაკიაჟით სიარულის საკითხს და უარს არ ამბობს ტონალურსა და თვალის ფანქარზე. კოსმეტოლოგები გვაფრთხილებენ: მაკიაჟი ვარჯიშის დროს არამარტო უადგილოა, არამედ არანაირ წესსა და კანონში არ ჯდება.
ცნობილი ფაქტია, რომ მაკიაჟის შედეგად იხურება ფორები, რაც უამრავი ანთებითი პროცესის საფუძველია: გამონაყარის, აკნეს და ა.შ.
მოვლის ამ საშუალებების არჩევას საკმაოდ სერიოზულად უნდა მიუდგეთ, თუმცა ვარჯიშის წინ არცერთი მათგანის გამოყენება რეკომენდებული არ არის:
- კრემი – არ შეიძლება არც ტონალურის და არც დამატენიანებელი კრემის წასმა. ღამეც კი, დაძინების წინ, დამატენიანებელი კრემი წაისვით დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, რათა სახემ კარგად შეიწოვოს. აკრძალვა არ ვრცელდება ანტიცელულიტურ საშუალებებზე.
- პუდრა – რა თქმა უნდა, ეს უფრო მარტივი შემთხვევაა, ვიდრე ტონალური, მაგრამ მისი წასმა მაინც აკრძალულია. ნებისმიერი ვიზუალური ჩარევა ვარჯიშის დროს, ნეგატიურად აისახება გარეგნობაზე და უამრავ გართულებას იწვევს.
- თვალის ფანქარი, ტუში, ჩრდილები, ტუჩსაცხი – ოფლის წარმოქმნის დროს დიდი შანსია, რომ კოსმეტიკა ჩამოვიდეს და თვალებზე, ქუთუთოებზე ან ტუჩებზე ანტებითი პროცესები გამოიწვიოს.
- ანტიპერსპირანტები – ჰიგიენის საშუალებების არჩევა საკმაოდ ფრთხილად უნდა მოხდეს. აუცილებელია, რომ ვარჯიშის დროს ის სუნის გარეშე იყოს გამოყენებული. ასევე ისეთიც, რომელიც ხელოვნურად არ დაბლოკავს ფორებს და ოფლს გამოსვლის საშუალებას მისცემს.
გაითვალისწინეთ რჩევები და ზედმეტი გართულებების გარეშე მიიღეთ ვარჯიშისგან სიამოვნება.