LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლეთ ბალკანეთში, როგორც კავკასიაში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა: ზურაბიშვილი

45
1

„ერთ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ დასავლეთ ბალკანეთში, როგორც კავკასიაში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა.” – ამის შესახებ პერზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონტენეგროს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც აღნიშნა, ვერ წარმოიშობა ევროკავშირის სერიოზული საგარეო პოლიტიკა, თუ არ იქნება გათვალისწინებული ამ ორ რეგიონთან მიმართებაში რა უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია და როგორ უნდა იყოს ეს პოზიცია მყარად დაცული:

“ერთ საერთო დასკვნამდე მივედით, რომ დასავლეთ ბალკანეთში, როგორც კავკასიაში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტად ვიგრძნოთ ევროკავშირის ჩართულობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო 19 აპრილის დოკუმენტი, მაგრამ შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ახლო მომავლისთვის, რომ ევროკავშირმა თავის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ორ რეგიონს, რომლებიც რეალურად მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ალბათ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ ვერ წარმოიშობა ევროკავშირის სერიოზული საგარეო პოლიტიკა, თუ არ იქნება გათვალისწინებული ამ ორ რეგიონთან მიმართებაში რა უნდა იყოს ევროკავშირის პოზიცია და როგორ უნდა იყოს ეს პოზიცია მყარად დაცული.” – თქვა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მონტენეგროს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განიხილა:

“განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები. ძალიან ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ეს ურთიერთობები როგორც ეკონომიკური, ასევე საპარლამენტო ურთიერთობების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების დონეზე, ტურიზმის და ასევე კულტურის მიმართულებაზე. ეს არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვენს ურთიერთობას რეალურ, კონკრეტულ სახეს მისცეს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამით ორი ქვეყნის დამეგობრება რეალური გახდეს ყველას თვალში.” – თქვა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g