LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს” – საქართველოს რკინიგზის განცხადება

520
საქართველოს-რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.

„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ტექნიკური პრობლემა შეექმნა თბილისიდან ფოთში მიმავალ მატარებელს, რის გამოც ამ წუთებში შემადგენლობა გაჩერებულია სადგურ რიონში.

საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს აღნიშნული მატარებლის მოძრაობის განახლება, თუმცა, კომპანია ასევე მზადაა, მგზავრების დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად მათი ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანა უზრუნველყოს.

საქართველოს რკინიგზა თითოეულ მგზავრს მგზავრობის საფასურს სრულად აუნაზღაურებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g