LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლური ღირებულებები სწორედ კანონის უზენაესობა გახლავთ, დემოკრატიის ძირის გამოთხრა, მიუღებელია: არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას დაკავებას აფასებს

68
არჩილ თალაკვაძე

“რაც შეეხება საერთაშორისო თანამეგობრობას, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით გითხრათ, რომ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევა, კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა და ძალადობის წახალისება, დასავლური ღირებულება არაა და თუ ვინმე თავს პარლამენტზე ზემოთ აყენებს თავს, ძალიან ცდება. დასავლური ღირებულებები სწორედ კანონის უზენაესობა გახლავთ, დემოკრატიის ძისის გამოთხრა, მიუღებელია. პარლამენტზე შეტევა შეუწყნარებელია და ასეთია დასავალური ღირებულებებიც,”  – ამის შესხებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, შემქნილ მდგომარეობასა და ესკალაციაზე პასუხისმგებლობა თავად მელიასა და მის რადიკალურ მხარდამჭერებს ეკისრებათ. თალაკვაძის თქმით, დასავლური ღირებულებები სწორედ კანონის უზენაესობა გახლავთ, დემოკრატიის ძისის გამოთხრა კი, მიუღებელია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების განუცხადა, პროცესების დეესკალაციის შემდეგი ნაბიჯი პარლამენტში მუშაობა იქნება.

“ძალიან უბრალოდ გეტყვით, რომ ნიკა მელია ადვოკატებთან ერთად, სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ, ხოლო პოლიტიკოსები პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში გააგრძელებენ. როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგზე და ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში,” – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია სამართლიანი სასამართლოს წინაშე  წარსდგება და ექნება საშუალება საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.

„ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. თქვენ გახსოვთ, რომ სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას ჰქონდა შეთავაზებული მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვევაში მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ სრულიად გამჭვირვალეც ჩატარდა დაკავება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g