LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასავლური სანქციების გამო, წელს რუსეთში ნავთობმოპოვება 17%-ზე მეტით შემცირდება

47
Russian-Oil-1

დასავლური სანქციების გამო, 2022 წელს რუსეთში ნავთობმოპოვება 17%-ზე მეტით შემცირდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტებიდან მოიპოვა.

Reuters-ის თანახმად, მიმდინარე წელს რუსული ნავთობის მოპოვება, შესაძლოა, 433,8 მლნ ტონამდე შემცირდეს, რაც 2003 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი იქნება. ამ წელს რუსეთმა 421 მლნ ტონა ნავთობი მოიპოვა.

რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, Reuters-ის ცნობით, 2021 წელს რუსეთმა 524 მლნ ტონა ნავთობი მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები