LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაშავებული პოლიციელები და დაკავებული 3 პირი: რა მოხდა ოზურგეთის საბილიარდოში?

147

ოზურგეთში, საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის შედეგად პოლიციის 2 თანამშრომელია დაშავებული, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე 3 პირი.

პოლიციის მიმდებარედ არსებულ საბილიარდოში მომხდარ ჩხუბზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით შემთხვევის დროს დაშავებულ პოლიციის თანამშრომლებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

საბილიარდოში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით ორი ვერსია ვრცელდება. დაკავებულთა ახლობლების ინფორმაციით, ბილიარდის თამაშის დროს ჩხუბი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის მოხდა. ფაქტს უარყოფენ სამართალდამცველები და ამბობენ, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხმაურის გამო პოლიციის თანამშრომლები საბილიარდოში შევიდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g