LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა“ – ნონა ქურდოვანიძე ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშზე

117
ნონა ქურდოვანიძე

„ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა ყველა ის დარღვევა, რომლის სისწორე საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგად იცის და დადასტურებულია კეთილსინდისიერი ადგილობრივი მისიების, მათ შორის, საიას, შეფასებებით“, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს

„მრავალმა საკითხმა ნეგატიურად იმოქმედა ამ არჩევნების სამართლიანობაზე“

მისი თქმით, „დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა“.

„ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა ყველა ის დარღვევა, რომლის სისწორე საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი გამოცდილებით ყველაზე კარგად იცის და დადასტურებულია კეთილსინდისიერი ადგილობრივი მისიების, მათ შორის, საიას, შეფასებებით.
დაშინების და ზეწოლის გარემოში, სადაც ხმის ფარულობა სისტემურად ირღვეოდა, ხოლო საარჩევნო დავები არ წყდებოდა სამართლიანი პროცედურების დაცვით, ეუთო ვერ იტყოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და არც თქვა. მიუხედავად იმისა, როგორ ეცდებიან ამ შეფასების ინტერპრეტაციას, ანგარიშის წაკითხვა ყველას შეუძლია. თარგმანიც დაიდება.
ლეგიტიმურობის შეფასება ეუთოს მანდატში არ შედის და ამას ხალხი თავად აკეთებს“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.

ოუენ მერფი – „მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს“

პრემიერი:„მადლობას ვუხდი ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, რომ გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისათვის“

ცესკო – ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები კარგად ადმინისტრირებული იყო

ეუთო/ოდირის საბოლოო შეფასებამ დაადასტურა ყველა ის დარღვევა, რომლის სისწორე საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი გამოცდილებით…

Posted by Nona Kurdovanidze on პარასკევი, 20 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g