LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასჯილი ბავშვივით მიჰყვება… დაბეჩავებულია“ – მედიაში კირა ნაითლისა და ჯეიმს რაიტონის დაშორების შესახებ საუბრობენ

252
page

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული და სკანდალებისგან შორს მყოფი წყვილი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. საუბარია კირა ნაითლისა და მისი მეუღლის, ჯეიმს რაიტონის შესახებ. მედიაში მათი დაშორების შესახებ აქტიურად საუბრობენ.

ბოლო დღეებში გავრცელებულმა ფოტოებმა ახალი ეჭვები გააჩინა. ლონდონის ქუჩებში ჯეიმს რაიტონი ველოსიპედით გადაადგილებისას დააფიქსირეს. ყველაზე მეტად ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ მას საქორწინო ბეჭედი აღარ ეკეთა. გარდა ამისა, წყვილის ბოლო გამოჩენამ ეჭვები კიდევ უფრო გააღვივა, ჯეიმსი კირას „დასჯილი ბავშვივით“ მიჰყვებოდა.

„დასჯილი ბავშვივით მიჰყვება“, „რა დაბეჩავებულია“, „რთულია ძლიერი ქალის ქმრობა“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, კირა ნაითლი და ჯეიმს რაიტონი 2013 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი, 10 და 13 წლის შვილი ჰყავთ.

„ჩვენს სახლში სოციალური ქსელები აკრძალულია“ – კირა ნაითლის უახლესი ინტერვიუ

კირა ნაიტლისა და მისი მეუღლის იშვიათი გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები