LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს..“ – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

378
ნანუკა ჟორჟოლიანი

„ნანუკას ფონდის“ დაყადაღებასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანი მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება.
თან დაყადაღებულია დაუყონებლივი მექანიზმით.
ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.
ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად არ გაგზავნილა.

დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

„ნანუკას ფონდი დააყადაღეს… მიზეზებს ვარკვევ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g