15 წლის რომა დგებუაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„დასრულდა, დავმარცხდით..“ – წერს ოჯახის ახლობელი.
რომა დგებუაძეს 28 მარტს მანქანა დაეჯახა, ქუთაისში ოპერაცია ჩაუტარდა, დაეწყო ტვინის შეშუპება და საჭირო გახდა თავის ქალის ტრეპანაცია.
ბავშვი კლინიკაში შეყვანის დღიდან კომატოზურ მდგომარეობაში იყო. 1 აპრილს რეანომობილით რომა თურქეთში გადაიყვანეს.
სამწუხაროდ, რამდენიმეთვიანი მკურნალობის მიუხედავად ექიმებმა ბიჭუნას გადარჩენა ვერ მოახერხეს.