ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ, საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში, ფილმისთვის – Panopticon „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო.
„პანოპტიკონი“ საქართველოს, საფრანგეთის, იტალიისა და რუმინეთის ერთობლივი ნამუშევარია. მთავარ როლებს ასრულებენ დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, მალხაზ აბულაძე და ვახტანგ კედელაძე.