ავტომრბოლელი დათა ქაჯაია სოციალურ ქსელში მევლუდ მელაძისა და სალომე გველესიანის ვაჟის, ნიკას გარდაცვალებას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ მეათეკლასელი ნიკუშა ახლახან ავტოავარიას ემსხვერპლა.
დათა ქაჯაია წერს:
„რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკება, როგორც იქნა, ნანატრი შედეგით რომ დასრულდება და გგონია, მთებს გადაატრიალებ… და უცებ გულს გაგიგმირავს და სულს რომ გაგიხევებს გვერდით მომხდარი გაუგონარი ამბავი!
დანაშაულის გრძნობა გაქვს თითქოს, რომ რაღაცა გიხარია!
ყველა მშობელს, ყველა მოზარდს გთხოვთ, მოგიწოდებთ, გემუდარებით, კარგად გააცნობიერეთ, რა შეიძლება მოჰყვეს დიდ სიჩქარეს, ერთ გაუაზრებელ მანევრს, წესების დაუმორჩილებლობას! უაზრობაა, სხვას უარი ვერ უთხრა რაღაც ისეთზე, რაც იცი რომ არ შეიძლება, და ამით ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გარისკო. :((
ასეთ რამეს ყველა ვაკეთებთ ხოლმე ალბათ, დიდებიც და პატარებიც, მაგრამ სანამ ამ „რამეს” გავაკეთებთ, გავიხსენოთ, რომ ვიღაცისთვის ყველაზე ძვირფასები ვართ!
#დაიცავისიცოცხლე #მეტისიცოცხლისთვის #წესებისდაცვაარტეხავს #შენიგულისატვის #შენუსაფრთხოებისთვის“.