სამდღიანი გადაუღებელი წვიმა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა – მარნეულის 5 სოფელში განადგურებულია მოსავალი, დატბორილია სახლები, სეტყვამ ნაკვეთები დააზიანა, მოშლილია ღობეები, შიდა გზები და სანიაღვრე არხები.
ყველაზე რთული ვითარება სოფელ ქირაჩმუღალოშია, სადაც სტიქიასთან გამკლავება მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევდა.
პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა
ძლიერი წვიმა, ჩაკეტილი გზები და დაზარალებული მოსახლეობა - ხარაგაული სტიქიას ებრძვის
ადგილობრივების თქმით, სოფელში არ მოქმედებს სანიაღვრე სისტემა, რამაც ხელი კიდევ უფრო შეუწყო ეზოებსა და ბაღებში წყლის შევარდნას.
მარნეულის მერიაში ზარალის დასათვლელად სპეციალური კომისია უკვე შექმნილია.
ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.