გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” დათო ნეფარიძე ესტუმრა.
ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხოლმე სუფფრასთან…
მეც თუ ოდესმე გადაცემას გავაკეთებდი, სწორედ ასეთი თემატიკის იქნებოდა – ღვინო, დუდუკი, ქალები”. რა თქმა უნდა ყველა სასმელს თავისი ადგილი უკავია, ქართველები ღვინის მოყვარული ხალხი ვართ და თუ კარგი ღვინოა, სხვა სასმელისკენ არ გავიხედები. თუ კახეთში მოხვდები, ასეთი ბედნიერება გეწვევა, ეს საოცარი სასმელი უნდა მიიღო აუცილებლად. როგორც მამაჩემი იტყოდა, ღვინო ცოცხალი ორგანიზმია და მას ”გლახა კაცი” ვერ გააკეთებს. რა თქმა უნდა მიყვარს, კონიაკიც, ვისკიც… სადმე რომ მივდივარ, თუ ღვინო არ მომწონს, ვამბობ, რომ არ ვსვამ ღვინოს, ასე განსხვავებულსაც ავირიდებ ხოლმე თავიდან.
მუსიკის როლი სუფრასთან…
როდესაც კარგ ღვინოს დალევ, იქ თუ სიმღერა არ ვარგა, გააფუჭებს ყველაფერს. როდესაც ვატყობ, რომ ღვინო მერევა, რამდენიმე სიმღერას ვიმღერებ და თავიდან ვიწყებ ქეიფს. სუფრასთან სიმღერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, არც კი მიქეიფია სიმღერის გარეშე.
ქალი სუფრას ალამაზებს…
რა თქმა უნდა. ხომ არის სუფრა, არის რაღაც ფერები, ერთ-ერთი ფერია ღვინო, მუსიკა… ქალი არ არის ყველაფერი და თუ ის არ არის, მაშინ არცერთი ფერი აღარ გაქვს. როდესაც ქალია სუფრასთან, მას ვიღაც ეპრანჭება…
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დათო ნეფარიძე – შენ სიყვარული როგორ აგიხსნა. Live
დათო ნეფარიძე. ანეკდოტი
დათო ნეფარიძე – იები. Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები