LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ნეფარიძემ „მუხამბაზის“ ახლებური ვერსია ჩაწერა

8

Ardaidardo.Ge

გადაცემას „რადიო დუეტი“  მომღერალი დათო ნეფარიძე ესტუმრა.


დათო
, როგორც ვიცი, შეიქმნა ახალი სიმღერა, რომლითაც რადიო „არ დაიდარდოს“ ესტუმრე და მისი პრემიერა დღეს ჩვენს ეთერში შედგება. თუმცა, მანამდე მინდა, რომ სამომავლო გეგმების  შესახებ გკითხო.

უკვე დიდი ხანია ზურაბ ჩინჩალაძესთან, უნიჭიერეს კომპოზიტორთან და ძალიან  კარგ ადამიანთან – ქართული მუსიკის ფიროსმანთან მინდოდა თანამშრომლობა. მაგრამ, წარსულში რაღაცნაირად ვერ  შედგა ჩვენი ტანდემი. რამდენიმე თვის წინ, ზურა ისრაელში ჩემს მეგობარს მედი მიხაელს გავაცანი. მედის ძალიან მოსწონდა ზურას სიმღერები და მთხოვა, იქნებ მან რამე სიმღერა დაგიწეროსო. ამაზე ზურას უარი არ უთქვამს, თუმცა მას დროის დეფიციტი აქვს და გადავწყვიტეთ, რომ რაიმე ძველი სიმღერის ახალი ვერსია გაგვეკეთებინა.


ანუ
სიმღერა, რომლითაც დღეს შენ გვესტუმრე  ზურაბ ჩინჩალაძეს ეკუთვნის.

კი, ეს არის სიმღერა „მუხამბაზი“, რომელი დაახლოებით 1994 წელსაა ჩაწერილი. მოვისმინე თუ არა ძალიან მომეწონა და ვთხოვე ზურას რომ გავაკეთებდი. ხოლო, თუ რა გამოვიდა, ამას ჩვენი მსმენელი შეაფასებს.


ზურაბ
ჩინჩაძალაძის სიმღერები ჩვენს მსმენელს ძალიან უყვარს და სანამ პრემიერა შედგება, მე ისევ ჩემს კითხვას დავუბრუნდები და სამომავლო გეგმებზე გკითხავ.

ეს გეგმებიც ისევ ბატონ ზურაბს ეხება. ის იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ ბარიში კონცერტის გამართვას გეგმავს და შემომთავაზა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. როგორც იცით, ამ ქალაქში უამრავი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი ცხოვრობს და შრომობს. ამიტომ, ძალიან მოხარული ვიქნები, თუკი ჩავალთ და მათ ერთ კონცერტს ვაჩუქებთ. ჩვენი კონცერტი 16 მარტისთვისაა დაგეგმილი და ჩვენ შევასრულებთ რამდენიმე ისეთ სიმღერას რომელიც აქამდე არსად არ გვიმღერია.

სიმღერა „მუხამბაზი“, საინტერესოა, ვის ეკუთვნის ლექსი?

ტექსტის ავტორი ნინო სირბილაძეა, არანჟირება კი ჩემმა მეგობარმა რომა გიორგაძემ გააკეთა. სიმღერაც რომასთან სტუდიაში ჩაიწერა. იმედია, მსმენელი მას დადებითად მიიღებს და შეიყვარებს.

დათო ნეფარიძე – მუხამბაზი 

AudioDATO NEFARIDZE – MUXAMBAZI

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Dato Nefaridze


დათო ნეფარიძე – თუთის ხესთან. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები