LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა სირბილაძის სოლოკონცერტი 19 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება

113

Ardaidardo.Ge

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 19 დეკემბერს დათუნა სირბილაძის სოლოკონცერტს უმასპინძლებს. მომღერალი ამ ღონისძიების გამო ძალიან აღელვებულია და „ფეისბუქზე“ წერს:


„ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ჩემთვის ეს დღე! იმედი მაქვს, ისე წარვდგები მსმენელის წინაშე, როგორც ამ მსმენელს და ამ ქალაქს ეკადრება!

ყველას გელოდებით დიდი სიყვარულით მესხიშვილის თეატრში 19 დეკემბერს!“

დათუნა სცენაზე მარტო არ იქნება, მას გვერდს დაუმშვენებენ ანამბლები: „შვიდკაცა“, „ჰერიო“ და „ალილო“. ასევე სოლოშემსრულებლები – ნატო გელაშვილი, მაგდა ნიკოლეიშვილი, ანკა სირბილაძე, გიორგი მეფისაშვილი, გოგიტა გეგელაშვილი, როლანდ კვერნაძე.

Ardaidardo.Ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები