LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათიკომ რომ ფეხის ამბავი გაიგო, ძალიან ვაჟკაცურად მიიღო, პირველი რაც იკითხა, იყო „ჩემმა ძმებმა თუ იციანო“ – რვა წლის დათის დედის ემოციური პოსტი

3750
დათი ქოქრაშვილი

რვა წლის დათი ქოქრაშვილმა, რომელიც შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავდა, გაიგო, რომ ფეხის მოკვეთა გახდა აუცილებელი. დედა შვილის ემოციებზე სოციალურ ქსელში წერს.

,,დათიმ თავიდან ვაჟკაცურად მიიღო ამბავი, თუმცა მერე დეპრესია დაეწყო.

„დილა მშვიდობისა❣️დათიკომ რომ ფეხის ამბავი გაიგო, ძალიან ვაჟკაცურად მიიღო.

პირველი რაც იკითხა, იყო „ჩემმა ძმებმა თუ იციანო“. თითქოს დიდად არ გამოხატავდა ემოციებს და მიხაროდა, რა მშვიდად მიიღო თქო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შინაგანად ძალიან განცდებშია და დეპრესია დაგვეწყო?სულ დაღლილია და ეძინება.

გული მტკივაო ამბობს?აღარც მადა აქვს და სულ უხასიათოდაა. ძალიან ოფლიანობს და სატურაციას ვეღარ ვიჭერთ ჟანგბადის ნიღბის გარეშე. თავიდან ფილტვების ანთება ან კოვიდი გვეგონა, მაგრამ გამორიცხეს. მჯერა ამასაც მალე გადავაგორებთ❣️”. – წერს დათის დედა.

შეგახსენებთ, თუ დათი ქოქრაშვილის ფინანსური დახმარება გსურთ, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:

TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

0901 000 903

(მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის)

ზარის საფასურია 1 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g