LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათმობაზე არავინ მიდის: 2024 წლის მთავარი მოვლენები

669
2024-yip-topper-02-hmjv-superJumbo

2024 წელი დასასრულს მიუახლოვდა და გადაცემის „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა წლის შემაჯამებელ გადაცემაში საკმაოდ ვრცლად მიმოიხილა წლის განმავლობაში მომხდარი საკვანძო საკითხები.
წელიწადი, მისი შეფასებით, უაღრესად დატვირთული და მძიმე გამოწვევებით სავსე, სერიოზული ამოცანებითა და მასშტაბური არჩევნებით იყო დატვირთული, როდესაც 34 ქვეყანაში 2 მილიარდზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილება, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ჩვენთვის, საქართველოს შემდეგ, ყველაზე დიდი ინტერესი აშშ-ს საპრეზიდენტო და ევროპარლამენტის არჩევნებმა გამოიწვია.
ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები უკრაინაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ კავშირში, ასევე შუა აღმოსავლეთში. ამ საკითხებისადმი იყო მიჯაჭვული მსოფლიოს ყურადღება და ამ თემებზე არის კიდეც საუბარი წლის შემაჯემებელ გადაცემაში.

„უკრაინაში გრძელდება საომარი მოქმედებები. შობის დღესასწაულზე რუსეთმა კვლავ განახორციელა მასიური შეტევა, რაც დამახასიათებელია პუტინის ტიპის მმართველებისთვის. როდესაც რომის პაპი მოუწოდებდა მშვიდობისკენ და ლოცვას აღავლენდა, სწორედ იმ დროს მზადდებოდა მასიური თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე. 24 თებერვალს შესრულდება სამი წელიწადი, რაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. მსხვერპლი დიდია – 43 ათასი სამხედრო შეეწირა, დაშავებულია დაახლოებით 1100 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

რა ბედი ელის უკრაინაში რუსეთის ომს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ განმსაზღვრელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი, რომელიც აცხადებდა, რომ ერთ დღეში დაასრულებდა ამ ომს.
თუმცა ბოლო დროს ტრამპის რიტორიკა შეიცვალა. აღარ არის კონკრეტული ვადები დასახელებული. ის იანვრის დასაწყისში გაემგზავრება კიევში. ასევე იმოგზაურებს ევროპის დედაქალაქებში ომის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ.

ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს სურს მასთან შეხვედრა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი და მისი დამქაშები წლის შემაჯამებელ ღონისძიებებში აცხადებენ, რომ ვერავითარი დროებითი შეწყვეტა ვერ იქნება საკმარისი რუსეთისთვის. რუსეთი ზრუნავს ისეთი შეთანხმების ხელმოწერაზე, რომლის შესრულება სავალდებულო იქნება და უზრუნველყოფს მის ინტერესებს.

პუტინი კატეგორიულად ითხოვს უკრაინის მხრიდან ნატოში გაწევრიანების იდეაზე უარის თქმას და არ აპირებს დათმობებზე წასვლას დაპყრობილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ უკრაინის ხელისუფლება არც კი განიხილავს რაიმე ტერიტორულ დათმობებზე წასვლას და მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია იქნება ნატოში გაწევრიანება“.

ფოტო: nytimes

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g