LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო და დაშა გომართელები – მამა-შვილის იდილია

41

დათო გომართელი გადაღებაზე Innova cafe-ში თავის ქალიშვილთან, დაშასთან ერთად გვესტუმრა. დაშა ძალიან ცნობისმოყვარე და კონტაქტური გოგონა აღმოჩნდა, კარგად დაათვალიერა კაფის ყველა ადგილი, ეზოშიც გაიხედა, ციყვის დანახვაზე კი გახარებულმა გვაუწყა, რომ სურს, „ცხოველების ექიმი“ გამოვიდეს…

ფოტოსესიის შემდეგ დათოს მამა-შვილობის შესახებ დავუსვით შეკითხვები…

დათო გომართელი:

რა დროს ატარებთ ბავშვთან და როგორი მამა ხართ?

დღის პერიოდში სკოლაშია სამ საათამდე, მერე კი ყველანაირად ვცდილობ, დრო ერთად გავატაროთ. ვეხმარები მეცადინეობაშია, ვსწავლობთ ქართულს. ხშირად ვთამაშობთ, უყვარს ჭადრაკი.

ასე გვითხრა, რომ ვეტერინარობა სურს…

ორი კუ ჰყავს. როგორც ყველა ბავშვს, ძაღლი უნდა, მაგრამ არ გვყავს. „აიპადში“ სულ ისეთ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას, სადაც ცხოველებს უვლის. ჯერჯერობით ვეტერინარიისკენ მიისწრაფის, მაგრამ ვნახოთ (იღიმის). ძალიან უყვარს გადაღებები და აქვს მიდრეკილება მსახიობობისკენ.

თქვენს სიმღერებს უსმენს? ნამყოფია თქვენს კონცერტებზე?

ახლახან მუზეუმში მქონდა კონცერტი და იქ იყო. საერთოდ, ხმაურიანი ადგილები არ უყვარს. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები