LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო დარჩია 57 წლის ასაკში ახალ სიყვარულს ელოდება: „სანამ პირში სული მიდგას, გამოწვევების, ახალი როლების, სიყვარულის, თვალების კვარკვალის არ მეშინია…“

164
დათო დარჩია

დათო დარჩია ჟურნალ „თბილისელებთან“ (17 ნოემბრის ნომერი) პასუხობს კითხვას იმის შესახებ, უფიქრია თუ არა მეორედ ოჯახის შექმნაზე. შეგახსენებთ, რომ პირველ მეუღლეს, ვიქტორია ბუხნიკაშვილს ის რამდენიმე წლის წინ დაშორდა.

დათო დარჩია:

„სულ მალე 57 წლის გავხდები, სიყვარულზე არასდროს ვიტყვი უარს, მაგრამ ოჯახის შექმნაზე არ ვფიქრობ, მირჩევნია, თავისუფალი ვიყო. გული არ ბერდება, სულ ახალგაზრდაა და ადამიანს ვნება ყოველთვის აქვს, მით უმეტეს, ჩემნაირ ფიცხ და ემოციურ გურულს (იცინის). სიყვარულს რაც შეეხება, თუ გამოჩნდება, გამოჩნდეს, თუ გაქრება, გაქრეს (იცინის). ასე რომ, სანამ პირში სული მიდგას, გამოწვევების, ახალი როლების, სიყვარულის, თვალების კვარკვალის არ მეშინია და ყველაფერი იქნება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g