დათო გომართელი „არტ ფმ“-ს ესტუმრა და ბევრ თემასთან ერთად საკუთარ ერთადერთ ქალიშვილზეც ისაუბრა:
„მართალია, ჩემი ქალიშვილი მღერის, მაგრამ ნამდვილად ვერ დავაძალებ მუსიკოსობას. რამდენიმე წლის წინ ერთად ჩავწერეთ სიმღერა, მართალია, თავიდან არ მოეწონა, მაგრამ ახლა თავად გამოთქვა ახალი კომპოზიციის ჩაწერის სურვილი. გარდა ამისა, დარია ძალიან კარგად ხატავს და დამოუკიდებლად აკეთებს ანიმაციურ ფილმებს“.