დათო გომართელი მალე თაყვანისმცემლებს ახალი სიმღერით გაანებივრებს. მომღერალი მუსიკოს კოლეგებთან ერთად უკვე სტუდიაში მუშაობს, სიმღერა ჩაწერილია. მელოდია კატო კვარაცხელიას ეკუთვნის, ტექსტი – მანანა სიამაშვილს. პიანინოს პარტია დავით მაზანაშვილმა ჩაწერა. ჩანაწერის ინჟინერი გიორგი ქუთათელაძეა.
დათო გომართელმა სიმღერიდან ამონარიდი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.