LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „ამჩნევთ, როგორი პრიმიტიულები ვართ?“

362
dato-gorgiladze-news343435

მწერალი, ტელეწამყვანი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში იმ ბოლოდროინდელი საკითხების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებზეც პასუხი ან კია, ან არა და წერს, რომ მთავარი თემები ყოველთვის ადამიანების ყურადღების მიღმა რჩება:

„უნდა დაერეკათ პატრულში თუ არაო;

გამომძიებელი ბავშვის გარდაცვალებამდეც უნდა დაეჭირათ თუ არაო;

გერმანული მოდელი კონსტიტუციურია თუ არაო;

უნდა წასულიყო ვაჟა ექიმი თუ არაო;

საკრებულოდან უნდა გარიცხონ კუხიანიძე თუ არაო;

საზღვარგარეთ უნდა გავრეკოთ ეს ხალხი ნახირივით თუ არაო;

სამშობლოში უნდა დავაბრუნოთ და მამულს დავუბრუნოთ თუ არაო;

უნდა ეჭამა ლობიო თუ არაო;

ირანული მამლები უნდა ეყიდა თუ არაო;

ამჩნევთ, როგორი პრიმიტიულები ვართ?

კი ან არა – თი მუშაობს ჩვენი დღის წესრიგი. უფრო ღრმად ვერ მივდივართ. განა იმიტომ ვერ მივდივართ, რომ არ შეგვიძლია. იმიტომ ვერ მივდივართ, რომ ხალხი განგებ გვტენის ამ ელემენტარულ კითხვებს და იძულებულები ვართ ხმალივით ვიქნიოთ კი ან არა.

ამასობაში, სხვა, ნამდვილ კითხვებს უკანა გასასვლელიდან აპარებენ.

გადის დრო და ისე კი არ გადის, თავისთვის. ამ ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა-მუშაობაში გადის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g