LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას – ყველას, ვინც ეს მოინდომა და ასევე იმ ლაჩარ, ფლიდ მოხელეებს, მეგობრებად რომ იწოდებოდით“

734
დათო გორგილაძე

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტორ ნი­ნია მა­ჭა­რაშ­ვილს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს.

აღ­ნიშ­ნულს მისი მე­უღ­ლე, დათო გორ­გი­ლა­ძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და პოსტს აქვეყნებს.

„15 წელია მე და ნინია ერთად ვართ.

ალბათ ყველაზე მამაცი, გონიერი და პრინციპული ადამიანია, ვისაც შევხვედრივარ.

მას ჩემი დახმარება დიდად არაფერში სჭირდება, მაგრამ მე ჩემსას ვიტყვი:

როცა მე მლანძღავენ, უსამართლოდ მექცევიან და მემუქრებიან, ხშირად არ ვპასუხობ ხოლმე. აგერ, ერთი წლის წინ მეც გამომაგდეს პირველი არხიდან. ხმა არ ამომიღია, სიამაყემ არ გამიშვა, მეთქი განაწყენებული ტიპის პოზიციიდან გამოჩნდება.

ბოროტი ადამიანი არ ვარ, მაგრამ ვარ შურისმაძიებელი (როცა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ეხება საქმე) და კარგი მახსოვრობა მაქვს.

ჰოდა, გეფიცებით, ცხვირში ძმრად ამოგადენთ ნინიას დაჩაგვრის მცდელობას – ყველას, ვინც ეს მოინდომა და ასევე იმ ლაჩარ, ფლიდ მოხელეებს, მეგობრებად რომ იწოდებოდით, ახლა პირად მიმოწერებში სახეს იხოკავთ და საჯაროდ ჩასვრილები ხართ,“ – წერს დათო გორგილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g