LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაშია

2369
datogorgldznewssss

“პირველი არხის” დილის გადაცემის წამყვანი დატო გორგილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს, რომ ვინაიდან მისი მეუღლე ხუთი დღეა, დაბრუნდა ლონდონიდან, მათი ოჯახი თვითიზოლაციაშია.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“მეოთხე დღეა, თვითიზოლაციაში ვართ.
ნინია ხუთშაბათს ჩამოვიდა ლონდონიდან. მაშინ იქ არაფერი ხდებოდა, მაგრამ ვთქვით, რომ სადაც ყველა შეგნებული, იქაც ნინია; სადაც ნინია – იქაც მე. არანაირი სიმპტომი არ აქვს, სტამბოლის კაჟივითაა მაგრამ მაინც. სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რამე.
საჭმელს ჩემი ძმა გვიტოვებს კართან და იუსტინო ბრინიონივით ველაპარაკები შიგნიდან.
ამ ოთხ დღეში:
დავლიე 2,5 ლიტრი ჭაჭა;
ნინიამ ზუსტად თხუთმეტჯერ თქვა ფრაზა: „აქედან რო გავალ…”
ჩემი ლოთობის შემხედვარემ ორჯერ შემახსენა სტივენ კინგის „ნათება”;
წავიკითხე ორი წიგნი;
ერთხელ ვიქეიფეთ ონლაინ;
მე და ნინიამ რამდენჯერმე წარმოვიდგინეთ ჩვენ წინ არსებულ თითოეულ ბინაში ვინ ცხოვრობს, რა ჰქვიათ და რას საქმიანობენ;
ერთხელ ვიბანავე;
ნინიამ თვლა ამერია იმდენჯერ მითხრა, მე რო არ შეგხვედროდი რა გეშველებოდაო;
აღმოჩნდა, რომ ჩემი ცხვირი არ მოსწონს და არც არასოდეს მოსწონდა.
წინ კიდევ 10 დღეა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g