LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „პირველად შეეშინდა რაღაცის და ჩამეხუტა, ანუ მის მცველად აღმიქვა, მივხვდი, რომ მთების გადადგმა შემეძლო…“

613
datogorgiladze

ტელეწამყვანი, მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს თავისი პატარა ქალიშვილის, რემედიოსის ფოტოს. ის ორი წლის გახდა. მამა მას ემოციურად ულოცავს დაბადების დღეს. გთავაზობთ დათო გორგილაძის სტატუსს:

„რემედიოსის დაბადებას დავესწარი.

ექიმმა მითხრა, თუ შეატყობ, რომ გული მიგდის, გვითხარიო.

ერთი-ორჯერ წამიღო, მაგრამ არ ვთქვი.

სახლში რომ მოვიყვანეთ, მე და ნინია ერთმანეთს ვუყურებდით, ახლა რა ვქნათო.

რაღაც გამოგვივიდა.

კატები გაგიჟდნენ, ეს ვინ მოგვითრიეთო.

ახლა, რემედიოსი წამოიტირებს თუ არა, იქ არიან. დაძინებისთანავე გვერდით უწვებიან და დარაჯობენ.

როცა პირველად შეეშინდა რაღაცის და ჩამეხუტა, ანუ მის მცველად აღმიქვა, მივხვდი, რომ მთების გადადგმა შემეძლო.

ასეცაა: მისთვის შემიძლია.

რემედიოსი ორი წლისაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g