„პროტესტი იმაზე გაცილებით მასშტაბური და ძლიერია, ვიდრე დასაწყისში იყო. მან შეიძინა ფორმა და ხასიათი“, – ამის შესახებ მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წერს.
როგორც დათო გორგილაძე აღნიშნავს, საზოგადოება სწორ გზაზეა და გაიმარჯვებს. დათო გორგილაძე ასევე ეხმიანება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, შსს-ს 11 ხელმძღვანელ პირს ღირსების ორდენზე წარადგენენ.
„ის [პროტესტი] უფრო და უფრო იკრებს ძალებს და ვირუსივით აღწევს იმ წრეებშიც კი, სადაც აქამდე არასოდეს შეუღწევია.
დაწინაურება და ორდენები ამ პროტესტის შედეგებისგან მოგვრილი შიშის პასუხია – შიშის, რომ სისტემას ქვემოდან გამოეცლება საყრდენები.
ბოროტება, რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ის, საბოლოოდ ყოველთვის მოსაწყენად ბანალურია.
სწორ გზაზე ვართ. გავიმარჯვებთ“, – წერს დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში.
პროტესტი იმაზე გაცილებით მასშტაბური და ძლიერია, ვიდრე დასაწყისში იყო. მან შეიძინა ფორმა და ხასიათი. ის უფრო და უფრო…
Posted by Dato Gorgiladze on პარასკევი, 20 დეკემბერი, 2024