მწერალი და ტელეწამყვანი, დათო გორგილაძე სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისა და ვაქცინაციის საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სკოლებზე გასაგებია, რომ სათუოა ონლაინ იქნება სწავლება თუ დასწრებით. უმაღლეს სასწავლებლებზე რა ხდება? სტუდენტებიც თუ ანტივაქსერები არიან, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე ახლაც და კიდევ ბევრი ათწლეული”, – წერს დათო გორგილაძე.