LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე თემურ ჩხეიძეზე: „თქვა, თუ კიდევ ვიცოცხლებ, გადავეყაროთ ხოლმე ერთმანეთსო…“

143
gorgiladze

დათო გორგილაძე „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ მცირე ხნის წინ რეჟისორ თემურ ჩხეიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს იხსენებს და წერს:

„დიდი ადამიანები ცოტას ამბობენ ხოლმე და თუ ამბობენ, არაფერია ჰაერზე ნათქვამი.

ასე ორი თვის წინ თემურ ჩხეიძემ დამირეკა. შაბათი დილა იყო.

მისთვის ჩვეული, დინჯი ხმით მითხრა, მადლობა ინტერვიუსთვისო.

მე კიდევ გაძეგლებული ვდგავარ და ვფიქრობ: „კაცმა პატივი დაგდო და მასთან საუბრის საშუალება მოგცა. ახლა კიდევ გირეკავს და პირიქით გემადლიერება იმის გამო, რომ პატივი დაგდო. ხვდები, რა დიდია კაცი?!”.

ამას ერთი ფრაზა დააყოლა, რასაც მაშინ ყურადღება არ მივაქციე.

– თუ კიდევ ვიცოცხლებ, გადავეყაროთ ხოლმე ერთმანეთს – თქვა.

თურმე ნათქვამი ყურადღებად ღირდა.

ამ სიტყვების შემდეგ თემურ ჩხეიძე დაკრძალვაზე დავინახე. ის ნელი ნაბიჯით გამოვიდა სიონის ტაძრიდან და, იმის მიუხედავად, რომ იქ მდგომი უამრავი ადამიანიდან ერთი არ მოიძებნებიდა ისეთი, ან თვალზე ცრემლი რომ არ ჰქონოდა, ან გული ამოვარდნაზე, სწორედ ის მომეჩვენა ყველაზე სევდიანი. ოღონდ სხვანაირად, მშვიდად სევდიანი.

მშვიდად განისვენეთ, დიდო ადამიანო. ჩვენგან, ჩვეულებრივებისგან მხოლოდ მადლობას იმსახურებთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g