LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „უფიქრიათ, რატომ არ ვატარებთ ჰეტეროსექსუალები აღლუმებს? იმიტომ, რომ ჩვენი უფლებები დაცულია…“

850
dato-gorgiladze-news19

ტელეწამყვანი დათო გორგილაძე წერს ბოლო დღეეების ყველაზე აქტუალური თემის, პრაიდის შესახებ და აღნიშნავს, რომ დაცვა სჭირდებათ სუსტებს, თორემ ძლიერები თავს ისედაც დაიცავენ. მისი თქმით, ელემენტარული ანატომიის ცოდნაა საჭირო რომ მიხვდე, ადამიანი გეი ვერ გახდება, თუ გეი არ არის.

გაეცანით დათო გორგილაძის ვრცელ პოსტს ამ თემაზე:

„1. დაცვა სჭირდება დაჩაგრულს ან მათ, ვინც ცოტანი არიან. ძლიერები და ბევრნი თავადაც დაიცავენ თავს.

2. „ჩვენს შვილებს რყვნიან” – ამ ფრაზას შინაარსი არ გააჩნია. ელემენტარული ანატომიური ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ იცოდე: ორიენტაცია ვერ შეგეცვლება. მათ ენაზე რომ ვთქვა, გეი ვერ გახდები, თუ არ ხარ. სამაგიეროდ, შეიძლება გახდე პიდარასტი, რისი უამრავი თვალსაჩინო ნიმუშიც გვაქვს.

3. ნუ გააზრდევინებთ საკუთარ შვილებს ქუჩაში გამვლელ ადამიანებს. ქუჩაში ათასნაირი ადამიანი დადის. ცუდი ჰომოსექსუალებიც დადიან და ცუდი ჰეტეროსექსუალებიც (მათთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ისინი ვისაც ქალებთან სექსი უნდათ). თქვენი შვილი უნდა გაზადოთ თქვენ და აკონტროლოთ რას უყურებს, სად დადის, რითი ერთობა და იქნებ ხანდახან, ღვინის ჭიქას თუ დადგამთ სუფრაზე და 10 წამს გამონახავთ, კითხოთ, რა უჭირს და რა აინტერესებს.

4. კი, ყველას აქვს უფლება არ მოსწონდეს და გააპროტესტოს „გეი აღლუმი”. მეტიც, უფლება აქვთ, ტროტუარებზე დადგნენ და პიდარასტები ეძახონ, უსტვინონ, დასცინონ. ეს გამოხატვის თავისუფლებაა და ბევრგან ხდება. მათ შორის ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც შევციცინებთ. თუმცა, როგორც კი ვინმე გადმოკვეთს ქუჩას და ხელის, ფეხის, ქამრის ან კომბლის მოქმედებაში მოყვანას დააპირებს, ეგრევე -პოლიციის განყოფილებაში.

5. უფიქრიათ, რატომ არ ვატარებთ ჰეტეროსექსუალები აღლუმებს? იმიტომ, რომ ჩვენი უფლებები დაცულია, ჩვენ ამის გამო არ გვჩაგრავენ, არ დაგვდევენ, არ გვცემენ. როგორც კი ლგბტ თემი თავს იგრძნობს საზოგადოების სრულფასოვან წევრად და საფრთხეს ვეღარ დაინახავენ, აღარც მათ მოუნდებათ აღლუმი. კი არ ეხალისებათ? წყნარად ცხოვრება უნდათ, რა. ისევე, როგორც ყველას. იმიტომ, რომ ყველას ჩვეულებრივი ნაწილები არიან. ჰოდა, ამ კომბლეების გამო არიან ლგბტ თემის წარმომადგენლები აქტიურები.

6. თუ დღეს ვიღაცებს სცემენ საყურის გამო და ასეთ ნაძირლებს არ გაუშვებენ „შკონაზე” დასაძინებლად კაი ხნით, ხვალ მოვლენ თქვენთან და თავ-ყბას დაგალეწავენ იმის გამო, რომ გაცვიათ ჭრელი მაისური. ზეგ შორტს აგიკრძალავენ და აბა, შეეწინააღმდეგე. მაზეგ ეზოდან ძახილს გაიგებთ და რო გადაიხედავთ, ვიღაც გეტყვით, რომ თქვენი ფარდა არ მოსწონს, შვილს ურყვნის მისი ფერი და რამე სადა ფერი ჩამოკიდე, თუ ძმა ხარო – გეტყვით.

7. ამ ნაძირალა თავკაცების მხარეს ბევრი ხალხი და ტოტალური სიბეცეა, რომელიც ელემენტარული ცოდნის არქონით ვლინდება.

8. თუ დაჩაგრულებს არ დავიცავთ დღეს, ხვალ მოგვიწევს თავის დაცვა. ზეგ კი ემიგრაციაში წასვლა კი არა, უჩუმრად გაპარვა.

9. „თუ ადამიანში ებრძვიან თავისუფლებას, ებრძვიან ქრისტესაც”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g