16 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ „მხიარულ დილას“ მომღერალი ქეთი ფარესაშვილი სტუმრობდა, რომელმაც დილის რუტინაზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ ნამუშევრებზე ისაუბრა.
ქეთი, როგორია შენი დილა, როგორია შენი დილის რუტინა?
სამწუხაროდ, ძალიან გვიან ვიძინებ ხოლმე, დილით კი ჩემი ოჯახის წევრები მაღვიძებენ და ამიტომ ყოველთვის გამოუძინებელი ვარ. ერთი კონკრეტული რეჟიმი არ მაქვს, მაგრამ დილით აუცილებლად ვსვამ წყალს და მივირთმევ ხილს, ვცდილობ, მსუბუქად ვისაუზმო.
წინასწარ თუ გეგმავთ დღეს?
ხანდახან კი, ხანდახან არა, თუმცა გეგმის შედგენა ძალიან კარგია, ძალიან გეხმარება და ხელს გიწყობს, რომ ბევრი რამ მოასწრო და ბევრი რამ გააკეთო.
ქეთი, როგორია სამომავლო გეგმები, თუ იგეგმება კონცერტები და ახალი ნამუშევრები?
რამდენჯერაც რაღაც დავგეგმე და ხმამაღლა გავაჟღერე, რაღაც მოხდა, ამიტომ ვფიქრობ, სანამ კარგად არ ჩამოყალიბდება და გადაწყდება, მანამ არ უნდა გააჟღერო შენი გეგმები. ახლა დათო ილურიძის ბენდთან ვთანამშრომლობ და რა თქმა უნდა, ვგეგმავ კონცერტსაც. რაც შეეხება ახალ ნამუშევრებს, დათო ხუჯაძის პროდიუსერობით ძალიან კარგი ქართული სიმღერები გავაკეთე. ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი დაგვეხმარა, დაგვაფინანსა და გვითხრა, რომ ჩვენი წვლილი შეგვეტანა ქართულ კულტურაში.
რამდენად კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ?
საკმაოდ კრიტიკული ვარ, თითოეულ ბგერას და ნიუანსს ვითვალისწინებ. ვინც მაკვირდება და მიცნობს, იცის, რომ ყველაფერს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ჩემი სიმღერით კმაყოფილი არასდროს ვარ.
„ძალიან მიყვარს მულტფილმების ყურება და ეს სიმღერაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანიმაციიდან ამოვარჩიე“ – ქეთი ფარესაშვილი
გადაცემის ჩანაწერი: