სოციალურ ქსელში არ წყდება საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილების შეფასება. შეგახსენებთ, რომ ახლახან გადწყდა, საქართველოში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება.
ქუთაისში მცხოვრები ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ამ სიახლეს ერთი ფრაზით ეხმიანება: „ნეტაი, აცრილებს არ დაგვიჭერდნენ…“
მცირე ხანში დათოს ამ სტატუსს უამრავი გამოხმაურება დაუგროვდა:
„წავიდა გამოცრები“
„2-ჯერ აცრილებს დაიჭერენ და სამჯერ აცრილებს პირდაპირ ხვრეტენ!..“
„დაბუსტერებულებს არ ჩამოახრჩობდნენ კიდევ“.
„და ვისაც ვირუსი არ გადაგვიტანია, ჩაგვქოლავენ…“
„ნეტავ, რესტორნებში ახლა ჩვენ არ აგვიკრძალავდნენ შესვლას…“