LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ნეფარიძე: „გიორგობის თვე“ ჩემთვის ძალიან საყვარელი, ძალიან თბილი, ემოციებით სავსე სიმღერაა, ყველას გულს რომ ეხება… ძნელია, ასეთ ჰიტს რაღაც ახალი მოუძებნო, მაგრამ ავიღე ჩემს თავზე ეს პასუხისმგებლობა

23
დათო-ნეფარიძე

17 ნოემბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი დათო ნეფარიძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „გიორგობის თვე“ პრემიერა შედგა.

დათო, მოგვიყევით თქვენს ახალ ნამუშევარზე „გიორგობის თვე“, ვის ეკუთვნის აღნიშნული სიმღერის ჩაწერის იდეა?

ეს ყველასთვის საყვარელი სიმღერაა. როგორც ბატონმა ზურა მანაგაძემ მითხრა, უკვე 45 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სიმღერა პირველად გაჟღერდა. მე უდიდეს პატივს ვცემ ბატონ ზურას, მის სიმღერებზე გავიზარდე და სულ მინდოდა, რომ მისი რაიმე სიმღერა გამეკეთებინა. ძალიან ძნელია, ასეთ ჰიტს რაღაც ახალი მოუძებნო, მაგრამ „გიორგობის თვე“ ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერაა, ამიტომ ავიღე ჩემს თავზე ეს პასუხისმგებლობა. ძალიან თბილი, ემოციებით სავსე სიმღერაა, ყველას გულს რომ ეხება. ამ ნამუშევრის გაკეთება ჩემი იდეა იყო. დავუკავშირდი მამუკა ბეგაშვილს, პეკეს და გაზაფხულზე რომ დავიწყეთ მუშაობა, ახლა დავამთავრეთ. სიმღერა სტუდიაში „ბრავო“, ალეკო ბერძენიშვილთან ჩავწერეთ.

უკვე თუ მუშაობთ ახალ სიმღერაზე?

მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო, ახლა, ჩემი მეგობრის, რომა რცხილაძის სიმღერაზე ვმუშაობ. სიმღერას არ ვასახელებ, ეს ჩემთვის და ალბათ, ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა. მაქვს სურვილი, რომ ბოლოს და ბოლოს ერთი დიდი კონცერტი გავაკეთო და მთელი ჩემი შემოქმედება და ემოციები ერთ სივრცეში მოვათავსო.

 

დათო ნეფარიძე – გიორგობის თვე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო ნეფარიძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები