LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ქაცარავა: „Kia Sportage – ეს ის მანქანაა, რომელსაც ქალიც და მამაკაციც სიამოვნებით მოირგებს“

75

”კია მოტორს ჯორჯიამ” საქართველოში უახლესი, 2016 წლის Kia Sportage ჩამოიყვანა, რომელიც თავისი მკაფიო და დინამიური დიზაინით კიდევ უფრო დახვეწილი ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს.

Kia Sportage სამი პაკეტით არის წარმოდგენილი. ესენია: საბაზო, საშუალო და სრული. მინიმალურ პაკეტს, შედარებით დაბალი აღჭურვის მიუხედავად, უკანა პარკინგ სენსორები, აუდიო სისტემის მართვა საჭეზე, სანისლე ფარები, ღამის სენსორები და ბლუთუსი მაინც აქვს. ასევე მისი მართვისას შესაძლებელია მოძრაობის Eco, Normal და Sport რეჟიმების არჩევა.

საშუალო პაკეტს კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ოფცია ემატება. მათ შორის, უკანა ხედვის კამერა, თბობადი სავარძლები და საჭე, ღილაკზე დაქოქვის სისტემა, კლიმატკონტროლი იონიზატორით და სხვა.

სრული აღჭურვის შემთხვევაში კი, Kia Sportage GT Line Package თავისი ვიზუალური მხარითაც გამოირჩევა – სხვა მოდელებისგან განსხვავებულია მისი რადიატორის დაფა, საჭეზე და უკანა მხარეზე GT Line ემბლემა და განსხვავებული 19 ინჩიანი დისკები აქვს, რომელთა სხვა მოდელზე შეკვეთა შესაძლებელი არ არის. ეს მოდელი, სხვა ოფციებთან ერთად, პანორამული ლუქით, მკვდარი ზონის დეტექტორით, ნავიგაციის სისტემით, 7 ინჩიანი მონიტორით და საბარგულის კარის ავტომატური გაღების ფუნქციით არის აღჭურვილი.

DSC_1164”კია მოტორს ჯორჯიაში” 2016 წლის Kia Sportage-ს ფასი 21 900 დოლარიდან იწყება და, კომპლექტაციის მიხედვით, 30 900 დოლარამდე აღწევს.

ამ უახლესი მოდელის შესაძლებლობების კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად, ”ავტოდილერი” ”კია მოტორს ჯორჯიას” გამოცდილ, პრაგმატულ და საიმედო მძღოლთან, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტ დათო ქაცარავასთან ერთად ესტუმრა, რომელსაც უყვარს სიჩქარე და უპირატესობას ძალიან დიდ ავტომობილებს ანიჭებს.

– ავტომობილის ნახვისას პირველ ეფექტს, ბუნებრივია, ვიზუალი ახდენს. სპორტიჯის ვიზუალი კი ძალიან დახვეწილია. რაც მე ავტომობილებში განსაკუთრებით მომწონს, ეს არის აგრესია. ამ მოდელის დიზაინერებმა აშკარად შეძლეს, რომ ეს აგრესია გადმოეცათ. სპორტიჯის გაბარიტი, მემგონი ქალაქისთვის ძალიან ოპტიმალურია – არც ძალიან დიდია და არც ძალიან პატარა. ალბათ, ზუსტად ის მომენტი აქვთ გათვალისწინებული, რომ ავტომობილმა ქალაქის პირობებში კარგად იმოძრაოს. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ თავსდები ავტომობილში. სპორტიჯის სალონში ძალიან დიდი სივრცეა.  ვფიქრობ, ეს ის მანქანაა, რომელსაც ქალიც და მამაკაციც სიამოვნებით მოირგებს.

– რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს, რამდენად აკმაყოფილებს სპორტიჯის მონაცემები თქვენს მოთხოვნებს?

– ვფიქრობ, ეს მანქანა საკმაოდ მომთხოვნი მომხმარებლის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს. პირველ რიგში, ძალიან კარგ აუდიო სისტემას გამოვყოფდი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მძღოლისთვის საკმაოდ დიდი პლუსია მულტიფუნქციური საჭე, რომელიც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ მოძრაობის დროს ყურადღება ავტომობილის სხვა სივრცეში არ გადავიტანოთ. თუ გავითვალისწინებთ ფასთან შეფარდებას, ვფიქრობ, მშვენიერი მანქანაა. მასში ყველა ის ფუნქცია ერთადაა შეკრებილი, რომლებსაც სხვა მოდელებში ერთად ვერ შევხვდებით. მწარმოებელმა აშკარად იმაზე გააკეთა აქცენტი, რომ მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნა.

DSC_1089– თქვენთვის, როგორც მძღოლისთვის, რა არის ავტომობილის შეფასებისას ყველაზე მთავარი? რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?

– ჩემთვის უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული კუთხე. დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუ როგორია ავტომობილის სავალი ნაწილი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია და, ალბათ, ყველა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, თუ რამდენად ეკონომიური და კომფორტულია ავტომობილი.

– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ახლა აპირებენ პირველი ავტომობილის შეძენას?

– ავტომობილის შეძენის მსურველებს ვურჩევდი, პრაქტიკულობას მიაქციონ დიდი ყურადღება. ქალაქში არსებული დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგულისხმობ პარკირების პრობლემებს, გაითვალისწინონ მოდელის გაბარიტები. პირველ რიგში ეს ფაქტორებია გასათვალისწინებელი. შემდეგ კი მანქანის სირბილე, კომფორტი და ტექნიკური მახასიათებლები, რაც უკვე ინდივიდუალურია და გემოვნებაზეა დამოკიდებული.

”ავტოდილერის” და დათო ქაცარავას ვიზიტი ”კია მოტორს ჯორჯიაში” ამით დასრულდა. როგორც ჩვენმა სტუმარმა აღნიშნა, უახლესი Kia Sportage ძალიან კრიტიკული მომხმარებლის მოლოდინსაც გაამართლებს. ასეთია Kia Sportage, რომელიც, როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, თანამედროვე მსოფლიოსთვის არის შექმნილი და ახალი გამოწვევებისთვისაც მზადაა.

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

მარიამ მჭედლიშვილი

3

4

1

2

14

5

6

7

8

9

10

11

12

13

page

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები