დათო ტურაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრობს იმ ამბებზე, რომელმაც მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ერთ-ერთი მისი ჯანმრთელობის ამბავია. როგორც ცნობილია, მწერალს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა…
“ექიმები სულ მეუბნებიან, არ ინერვიულოო და რა ვიცი, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, თუ არ ვინერვიულე? ასე არ შემიძლია. მწერალი რომ ხდები, პირველი, რისგანაც თავისუფლდები, სიკვდილის შიშია. შეიძლება, ყველაფრის გეშინოდეს, მაგრამ სიკვდილის – არა. ეს საერთოდ არ მაწუხებს.
გარდავიცვალე და თავიდან დავიბადე მეორედ სტამბოლში, სადაც ოპერაცია გამიკეთეს. გავახილე თვალები,სიარულიც ბავშვივით დავიწყე, ლაპარაკიც. ბავშვურად დავიწყე სამყაროს აღქმა, ეს მაგარი პროცესი იყო, კარგი იქნება ამის დაწერა, დრო თუ მექნება…“
