მწერალი დათო ტურაშვილი ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს. ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა განათლებისა და კულტურის დონე 21-ე საუკუნეში.
დათო ტურაშვილი:
„საქართველოში უამრავი კულტურული და განათლებული ადამიანია, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისფულებაში, ძირითადად, ისეთები ხვდებიან, ვისაც კულტურაც აკლია და განათლებაც, პროფესიონალიზმიც და პატრიოტიზმიც. ამის კარგი მაგალითია დღევანდელი პარლამენტი – რასაკვირველია, იქ წიგნიერი გამონაკლისებიც არიან, მაგრამ ბევრი მხოლოდ იმიტომ არის, რომ საკუთარი მილიონები დაიცვას და არა ამ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები. მეტიც, ბევრია სწორედ ისეთი, ვისაც არასდროს უფიქრია დეპუტატის კანონშემოქმედებით ფუნქციაზე და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოიპოვოს უფრო მეტი ქონება, სანამ პარლამენტის წევრია“.