„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს თანამდებობა არ დაუტოვებია, ამის შესახებ „ფორტუნას“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.
„გიორგი მივლინებაშია, აშშ-ში და არსაიდან არ წასულა“ – განუცხადა „ფორტუნას“ გვარამიამ.
„რუსთავი 2“-დან გიორგი ლაფერაშვილის წასვლის შესახებ ინფორმაცია სააგენტომ Pia.ge გაავრცელა. მათი ცნობით, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნოდარ მელაძე და თამარ ბაღაშვილი განიხილებიან.