თბილისში 17 წლის ბიჭს ეძებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც ირკვევა, ბიჭი სახლიდან დილის 8 საათზე გავიდა და შუადღის 2 საათის შემდეგ მასთან კონტაქტი გაწყდა.
„მეგობრებო, გთხოვთ, გააზიარეთ, თბილისში დაიკარგა 17 წლის დავით ჯანიქი. სახლიდან გავიდა დილის 8 საათზე და არ ჰქონია კონტაქტი შუადღის 2 საათის შემდეგ.
ტელეფონი გამორთული აქვს. წაიღო პასპორტი, ოქროს ცეპი და დატოვა წერილი. თუკი ფლობთ რამე ინფორმაციას, გთხოვ დარეკოთ ნომერზე: 593 080 088”, – ვკითხულობთ პოსტში.
მესამე დღეა, ყვარელში 24 წლის ბიჭს ეძებენ