LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათუნა მგელაძე: „ვფიქრობ შვილზე, მის მომავალზე… მარტო რომ ვიყავი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ სიტყვებს თუ ვიტყოდი…“

946
დათუნა მგელაძე

დათუნა მგელაძესთან ჟურნალმა „გზამ“ ბლიცინტერვიუ ჩაწერა და პირად საკითხებზე კითხვები დაუსვა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე…

…ისეთი რამ აღარ გავაკეთო, რაზეც ცხვირი ერთხელ უკვე წავიმტვრიე. საკუთარ შეცდომებზე გავიზარდე და ბევრ რამეს მივხვდი.

პატიება შემიძლია…

…ნახევარ საათში (იცინის). უბოროტო, დაუგეგმავი, უნებლიე შეცდომების პატიება მარტივად შემიძლია.

თავად პატიების თხოვნა, ბოდიშის მოხდა გიჭირს?

თუ მივხვდი, რომ შემეშალა, ზღვარს გადავედი, ბოდიშის მოხდა პრობლემა არ არის.

ბოლოს ბოდიში ვისთან ან რის გამო მოიხადე?

(პაუზის შემდეგ) ვერ ვიხსენებ.

როცა მომავალზე ვფიქრობ…

…ვფიქრობ შვილზე, მის მომავალზე. მარტო რომ ვიყავი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ სიტყვებს თუ ვიტყოდი. შვილი ყოფილა ყველაზე დიდი სიმდიდრე და ცხოვრების აზრი. 2 წლის წინ იმავე წინადადებას სულ სხვაგვარად დავასრულებდი“.

დათუნა მგელაძე მამობაზე: „იმდენად კეთილი და მშვიდია, ხანდახან ცრემლები მომდის ხოლმე…“

დათუნა მგელაძე: „თუ მეგონა, რომ ნინო მიყვარდა, ვატოს შემდეგ ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაიზარდა…“

“მიყვარხარ მა” – დათუნა მგელაძე შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები