დათვების რეაბილიტაციის ცენტრი სოციალურ ქსელში, თბილისიელი, კარგად ცნობილი დათვების “ბავშვობის” ფოტოებს აქვეყნებს.
როგორც პოსტში წერენ, ამით ისინიც უერთდებიან სრულიად ინტერნეტსივრცეში დაწყებულ გამოწვევას.
“სრულიად ინტერნეტ სივრცე ბავშვობის ფოტოების გამოქვეყნებაშია ჩართული.
ჩვენც გადავწყვიტეთ გვენახებინა არც თუ ისე ბედნიერი დათვური ბავშვობა.
პირველი ფოტო აპრილშია გადაღებული, ბელები სამი თვის ძლივს იქნებიან. მეორე ფოტო კი ეხლახანს გადავუღეთ თითქმის ერთი წლის კოპალას და გარინჩას.
აპრილის მოსვლას შიშით ველოდებით. კიდევ რამდენი დათვი დაობლდება?,” – ნათქვამია პოსტში.