LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადება, ექიმების თქმით, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსი სასწრაფოდ საფრანგეთში გადაყვანაა“ – გიორგი დალაქიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

376
გიო დალაქიშვილი

მუსიკოს გიორგი დალაქიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – განცხადებას გიორგი დალაქიშვილის მეგობრები ავრცელებენ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მას მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა, ექიმების თქმით, კი გადარჩენის ერთადერთი შანსი სასწრაფოდ საფრანგეთში გადაყვანაა, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენს საყვარელ გიოს, იგივე „პუშკინას“, ჩვენი ბავშვობის მეგობარს, დაუდგინდა მძიმე პროგრესირებადი დაავადება, ოჯახს რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო, ყველანაირი რესურსი ამოწურა.

ახლა სჭირდება ჩვენი, ყველას გვერდში დგომა და უფლის წყალობით, გიო ამ დაავადებას დაამარცხებს და აუცილებლად უკან დაგვიბრუნდება.

ექიმების თქმით, მისი გადარჩენის ერთადერთი შანსია სასწრაფოდ საფრანგეთში გადაყვანა.

პოსტის გაზიარებაც დიდი დახმარებაა!

ანგარიშის ნომერი:

GE38BG0000000592014503

GE66TB7289745063600032

მიმღები: სოფიო ორველაშვილი (მეუღლე)

დანიშნულება: გიორგისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გიო დალაქიშვილის მეგობრები ავრცელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g