LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუდგინდა სიმსივნე – საშვილოსნოს სარკომა, მე-4-ე სტადია… თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს მისი ბედი“ – ნათია ლომსაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

236
ნათია ლომსაძე

ახალგაზრდა ქალს, ნათია ლომსაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ნათიას დაუდგინდა სიმსივნე – საშვილოსნოს სარკომა, მე-4-ე სტადია.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 სექტემბერს ნათია სამკურნალოდ თურქეთში მიემგზავრება, ოჯახს სამწუხაროდ, ფინანსური საშუალება აღარ აქვს ძვირად ღირებული მკურნალობა უზრუნველყოს და საზოგადოების დახმარების იმედი აქვს. 

„ნატაშკას (ნათია) ლომსაძეს დაუდგინდა სიმსივნე – საშვილოსნოს სარკომა, მე-4-ე სტადია. გაუკეთდა ორი ოპერაცია და ჩაუტარდა 6 ქიმიოთერაპიის კურსი თურქეთში.  

15 სექტემბერს მიფრინავს სტამბოლში, აჯიბადენის კლინიკაში. მკურნალობა უკიდურესად ძვირად ღირებულია. მის ოჯახს აღარ გააჩნია საკმარისი თანხა. ახლა ყველა თქვენი წვლილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ნატაშკას ბედი.

გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი. თქვენი დახმარება ნიშნავს, ნატაშკასთვის სიცოცხლის შანსს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

TBC ბანკი – #GE40TB7434945161600003

საქართველოს ბანკი – #GE95BG0000000498962153

მიმღები: ნათია ლომსაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g