LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დაუმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს – ხელისუფლება პასუხისმგებელია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე, – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის კომენტირერბისას განაცხადა.

„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არის პასუხისმგებელი სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ეს აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი. პერსპექტივა ასეთ ინიციატივებს არ აქვს. ხედავთ, რომ თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული და გარკვეული, ვის მოუსმინონ – საკუთარ ლიდერს თუ საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალური განცხადებები, რომელიც არის აცდენილი რეალობას. ეს არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ნდობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“. მილიონ 150 000-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს, აქედან გამომდინარე, ეს მანდატი გვაკისრებს პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნებამდე იმისათვის, რომ გადაიჭრას ის საკითხები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამაზე გაგრძელდება მუშაობა საპარლამენტო არჩევნებამდე“,–განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოთხოვნა რამდენად რეალურია, კობახიძე პასუხობს: „არათუ რეალური არ არის, სერიოზულადაც კი ვერ აღვიქვამთ ამ მოთხოვნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები