LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაუმსახურებლად მივიღე სერიოზული რეპუტაციული ზიანი! უამრავი ჭორი და ათასი საშინელება მომისმენია ჩემზე…“ – რას წერს ნეკა დოროყაშვილი

267
ნეკა დოროყაშვილი

მოდელი და ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი მალე მსმენელს კლიპს წარუდგენს.

სიმღერაზე მუშაობის არაერთი საინტერესო კადრი გავრცელდა სოციალურ ქსელში.

ნეკამ მის ახალ სიმღერასთან დაკავშირებით მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

როგორი ურთიერთობა აქვს ნეკა დოროყაშვილს ყოფილ მეუღლესთან და ახალი სიმღერა პროვოკაციული სახელწოდებით: „მე და ნიკა ერთმანეთის სიყვარულს ვერ მოვუფრთხილდით… სკანდალური ქალის იმიჯი მაქვს…“

„მაშინ, როცა მართლა ტალახიანებს სხვის საბნებში ეძინათ, სწორედ ასეთი ადამიანები აგინებდნენ ჩემს სახელს! მივიღე სერიოზული რეპუტაციული ზიანი, დაუმსახურებლად! უამრავი ჭორი და ათასი საშინელება მომისმენია ჩემზე…! ბევრჯერ სცადეს ჩემი გაჩუმება, მაგრამ როცა ვერ გამოუვიდათ, იფიქრეს: „ეს ქალი ხისთავიანიაო“ და თავი გამანებეს! 😏უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოლე მთელი ერისთვის. წლების ტკივილი, სიძულვილი და უსამართლობა დასრულდა. ახლა იწყება ქალის ეპოქა! 💪✨

ჩვენი კლიპი და სიმღერა ეს არა მხოლოდ მუსიკაა, ეს არის გამარჯვების ძახილი ყველა ქალისთვის, ვინც არასოდეს არ დანებდა.

მოემზადეთ დაუვიწყარი შოუსთვის. დროა, ჩვენი ხმა, ჩვენი ძალა და ჩვენი ისტორია დაინახოს სამყარომ!“, – წერს ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში.

„გადაღება გრძელდება! ფინალურ ეტაპს ვუახლოვდებით, მზად ხართ?“ – ვიდეოგრაფი ზურა ბურჯანაძე ნეკა დოროყაშვილის კლიპზე მუშაობას ასრულებს

მაშინ, როცა მართლა ტალახიანებს სხვის საბნებში ეძინათ, სწორედ ასეთი ადამიანები აგინებდნენ ჩემს სახელს! მივიღე …

Posted by Neka Dorokashvili on შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g